The store will not work correctly in the case when cookies are disabled.
Moroccanoil uses cookies in order to give you a better user experience. For more information about what cookies are and how we use them, please visit our privacy policy.
არგანის ხეები იზრდება და ხარობს ნახევრად უდაბნოს ტიპის ხმელთაშუა ზღვის ადგილებში. არგანის ხის ღრმა ფესვები და პატარა ფოთლები საშუალებას აძლევს ხეს, წინააღმდეგობა გაუწიოს ქარს და წყლის დაკარგვას, რის შედეგადაც ვიღებთ თხილს უნიკალური ზეთის პროფილით.
წმინდა არგანის ზეთი იშვიათია და საკმაოდ ძვირფასი, რომელიც მიიღება არგანის ხის თხილისაგან. საუკუნეების მანძილზე ხმელთაშუაზღვისპირეთში მცხოვრები ქალები არგანის ზეთს იყენებდნენ სილამაზისათვის, სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი კანისა და თმის მისაღებად.
Moroccanoil შთაგონებულია არგანის ზეთის ტრანსფორმაციული ძალით. ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი, ამ სილამაზის უძველეს საიდუმლოს ბევრი გამოყენება აქვს, ეხმარება დატენიანებას და არბილებს თქვენს თმას, სახეს, სხეულსა და ფრჩხილებს.
ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა, აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები და E ვიტამინი, არგანის ზეთის სასარგებლო თვისებები ბუნებრივად ეხმარება კანს გაცოცხლებაში, ზრდის თმის ელასტიურობას და თანმიმდევრულად აღადგენს მოწყენილი, უსიცოცხლო თმის ბრწყინვალებას. ეს არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი და თავისუფალი რადიკალების გამნეიტრალებელი.
თმის არგანის ზეთი თითოეული გამოყენების შემდეგ ალამაზებს თმას, ანიჭებს ბრწყინვალებას და კვებავს მას. არგანის ზეთი კანისთვის შეუდარებლად ატენიანებს და ავსებს კანს. ცნობილია, რომ არგანის ზეთი ამცირებს ნაოჭებს.
Moroccanoil-მა თავისი საქმიანობა დაიწყო ერთი მარტივი სურვილით, რომ ჩვენი გამაახალგაზრდავებელი არგანის ზეთის ფორმულების ტრანსფორმაციული ძალა გაეზიარებინა ყველასათვის და ეს ტრადიცია დაემკვიდრებინა ბრენდის ფილოსოფიად. Moroccanoil-ის ყველა პროდუქტი თმისათვის, სხეულისა და კანისათვის შეიცავს არგანის ზეთს – ჩვენი ბრენდის ერთგვარ ხელწერას.
Moroccanoil იყენებს უმაღლესი ხარისხის არგანის ზეთს, რომელსაც იღებენ მაროკოში გაზრდილი არგანის ხეებიდან. თმისა და კანისთვის განკუთვნილი ჩვენს ყველა პროდუქტში გამოყენებული არგანის ზეთი დამზადებულია ცივი დამუშავების გზით.
Moroccanoil Body™-ის წმინდა არგანის ზეთი არის წმინდა, არ შეიცავს დანამატებს, საღებავებსა და კონსერვანტებს. ის არ შეიცავს არომატიზატორებს და არის სრულყოფილი საშუალება თქვენი თმისა და კანის მდიდრული და გამამხნევებელი იერისათვის. Moroccanoil ისევ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ზეთისაგან დამზადებული თმისა და კანის მოვლის პროდუქციის მწარმოებლებს შორის. ჩვენი გატაცებაა, რომ მოგაწოდოთ არგანზე დამზადებული სილამაზე ყოველდღე იმ პროდუქციის საშუალებით, რაც ნამდვილად ჩრდილავს დანარჩენებს.
თქვენც ისე გიყვართ არგანის ზეთი, როგორც ჩვენ? გვიჩვენეთ თქვენი საყვარელი Moroccanoil-ის პროდუქცია Facebook, Twitter ან Instagram-ში ჰეშტეგის #ArganEveryday გამოყენებით!