ფერის მიმცემი ნიღაბი: კაკაო

Წაიკითხე მეტი

მოსინჯეთდროებითი ფერი ღრმად მაკონდიცირებელი ნიღბის უპირატესობებთან ერთად! თქვენს ხელთაა გულდასმით შერჩეული ფერების მთელი გამა - იოლად მოსახმარი ნიღაბი შესაძლებლობას გაძლევთ, მოსინჯოთ და  მოიხდინოთ მოდური, დახვეწილი ფერები, გამოაცოცხლოთ და მოცულობა შემატოთ თმას და შეინარჩუნოთ ხასხასა ფერი სალონში მორიგ ვიზიტამდე.

გარდა ამისა, ნიღაბი შეიცავს მკვებავ ინგრედიენტებს, მათ შორის - ამინმჟავების კოქტეილს, გარგარისზეთს და აღმდგენ არგანID™ ტექნოლოგიას თმის უფრო ჯანსაღი შესახედაობისა და თვითშეგრძნებისთვის.

 ფერის მიმცემი ნიღბის შეფუთვა  50%-ით დამზადებულია მეორეული მასალისგან, რაც ამცირებს ენერგიის დანახარჯს და გარემოს ნახშირბადით დაბინძურებას.

კაკაო - ეს არის ნაჯერი ყავისფერი ბაციდან მუქ ყავისფერამდე თმისთვის. ინდივიდუალური შედეგი დამოკიდებულია თმის საწყის მდგომარეობასა და ფერზე. დეტალებისთვის იხ. ხშირად დასმული შეკითხვები. გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი არ არის განკუთვნილი ჭაღარის შესაღებად.

ფერთან დაკავშირებული ბენეფიტები:

•ამკვეთრებს ტონს

•აცოცხლებს არსებულ ფერს

•ერგება მომხმარებლის გემოვნებას

•დროებითია

მოვლასთან დაკავშირებული ბენეფიტები:

•ღრმად აკონდიცირებს

•მყისიერად არბილებს

•ხელს უწყობს თმის ჯანმრთელობის აღდგენას

•ანიჭებს ბზინვარებას

მთელ თავზე წასმამდე გირჩევთ, ნიღაბი კულულზე მოსინჯოთ საბოლოო ფერის შესაფასებლად. აიღეთ თმის პატარა კულული, სასურველია, ისეთი, რომელიც, ჩვეულებრივ, არ გიჩანთ, გამოაცალკევეთ და დანარჩენი თმა შეიკარით. წაისვით ნიღაბი კულულზე,2-3 წუთი დაიტოვეთ და ჩამოიბანეთ. თუ ფერი მეტისმეტად სუსტია, წაისვით მეორე კულულზე და უფრო მეტხანს გაიჩერეთ.

 

1. ნიღაბი წაისვით ახალდაბანილ, პირსახოცით შემშრალებულ თმაზე.

2. დაყავით თმა სექციებად და უხვად დაიდეთ ნიღაბი. გაინაწილეთ მთელ თმაზე ფართოკბილება სავარცხლით.

3. გაიჩერეთ 5-7 წუთი, იმისდა მიხედვით, რამდენად ინტენსიური ფერი გსურთ.

4. გულდასმით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ჩვეული ვარცხნილობა.

 

შენიშვნა: ფერის მიმცემი ნიღბები იძლევა მხოლოდ დროებით ფერს, რომელიც თანდათან სუსტდება და ქრება. რაც უფრო ბაცია თმა, მით უფრო მსუყე და ხანგრძლივია ფერი. ფერის ნაჯერობა და ხანგრძლივობა თმის ფოროვნებაზეცაა დამოკიდებული. საღებავის უფრო სწრაფად მოსაცილებლად და თავდაპირველი ფერის დასაბრუნებლად ეწვიეთ Moroccanoil-ის სალონს და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს სტილისტთან.

ვიდეოები