მსუბუქი დამატენიანებელი ნიღაბი

თხელი მშრალი თმისათვის
აღადგინეთ უსიცოცხლო, მშრალი თმა ამ დამატენიანებელი, 5-წუთიანი თმის ნიღბით. Moroccanoil®-ის მსუბუქი დამატენიანებელი ნიღაბი არის მდიდარი და კრემიანი და ამავე დროს მსუბუქი, ღრმა კონდიცირების საშუალება, რომელიც მდიდარია არგანის ზეთით და მკვებავი ინგრედიენტებით. ეს მაღალი ხარისხის ფორმულა ატენიანებს და აკონდიცირებს თხელ თმას და აუმჯობესებს მის სტრუქტურას, მატებს ელასტიურობას, ბზინვარებასა და მართვას.
წაისვით საკმარისი რაოდენობის Moroccanoil®-ის მსუბუქი დამატენიანებელი ნიღაბი პირსახოცით გამშრალებულ თმაზე და ჩამოივარცხნეთ. გაიჩერეთ 5-7 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ. გათბობა საჭირო არ არის. გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ. რჩევა: ღრმა კონდიცირებისათვის Moroccanoil Treatment-ის რამდენიმე წვეთი შეიზილეთ თმაში ამ ნიღბის გამოყენებისას.

ვიდეოები