Beauty in Bloom

ის აღმდგენი ნაკრები

Beauty in Bloom-ის აღმდგენი ნაკრები აუმჯობესებს დაზიანებული თმის შესახედაობას. სამეული, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოდის, შეიცავს აღმდგენ და დამანოტივებელ შამპუნს და კონდიციონერს, რომლებიც თმას სინოტივეს და ელასტიკურობას უბრუნებს. ნაკრებში ასევე შედის Moroccanoil-ის უფასო გამაჯანსაღებელი, რომლის წყალობითაც თმა ისევ აბრეშუმივით ბზინვარე, ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე გახდება. იყიდება სასაჩუქრე კოსმეტიკური ჩანთით.

ნაკრებში შედის:
• აღმდგენი და დამანოტივებელი შამპუნი (8.5 თხ. უნც / 250 მლ) - სათუთად ასუფთავებს და აღმდგენი ნივთიერებებით ავსებს, ამაგრებს და უფრო დამყოლს ხდის თმას.
• აღმდგენი და დამანოტივებელი კონდიციონერი (8.5 თხ. უნც / 250 მლ) - აღმდგენი კერატინისა და ცხიმოვანი მჟავების წყალობით სათუთად არბილებს თმას, აადვილებს დავარცხნას, ხდის ღერებს უფრო დამყოლს და ელასტიკურს.
• Moroccanoil-ის გამაჯანსაღებელი (0.82 თხ. უნც. / 25 მლ) - ვარცხნილობის ორიგინალური ფუძეა. გამოიყენება როგორც კონდიცირებისთვის, ისე სტაილინგისა და საბოლოო დამუშავებისთვის. მდიდარია არგანის ზეთით და აღმდგენი პროტეინებით.

 

როგორ გამოვიყენოთ
• აღმდგენი და დამანოტივებელი შამპუნი: შეიზილეთ სველ თმასა და თავის კანში. დაისხით წყალი ასაქაფებლად და მაღალკონცენტრირებული ფორმულის გასააქტიურებლად. გულდასმით ჩამოიბანეთ.
• აღმდგენი და დამანოტივებელი კონდიციონერი: შამპუნის ჩამობანის შემდეგ თმა ჩამოიწურეთ და წაისვით შუიდან ბოლოებამდე. 1-2 წუთი დაიტოვეთ და კარგად ჩამოიბანეთ.
•  Moroccanoil-ის გამაჯანსაღებელი: წაისვით ცოტაოდენი სუფთა, პირსახოცით შემშრალ თმაზე, შუიდან ბოლოებამდე. გაიშრეთ ფენით ან აცადეთ გაშრობა.

 

ვიდეოები