Beauty in Bloom

ის მოცულობის მიმნიჭებელი ნაკრები

Beauty in Bloom მოცულობის მიმნიჭებელი ნაკრების წყალობით თქვენი თმა გაცილებით ფუშფუშა გახდება. სამეული, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოდის, შეიცავს  მოცულობის მიმნიჭებელ შამპუნს და კონდიციონერს, რომლებიც კვებავს, მაგრამ არ ამძიმებს თმის ღერებს. ნაკრებში ასევე შედის Moroccanoil-ის სუსტი და ბაცი თმის უფასო გამაჯანსაღებელი, რომლის ფორმულაც საგანგებოდაა შემუშავებული სუსტი და გაუფერულებული თმისთვის. იყიდება სასაჩუქრე კოსმეტიკური ჩანთით.

ნაკრებში შედის:
•  მოცულობის მიმნიჭებელი შამპუნი (8.5 თხ. უნც / 250 მლ) - ნაზად და სათუთად ასუფთავებს სუსტ, მყიფე თმას.
•  მოცულობის მიმნიჭებელი კონდიციონერი (8.5 თხ. უნც / 250 მლ) – თხელ თმას აფუებს, მაგრამ არ ამძიმებს. მატებს ბზინვარებას, აადვილებს დავარცხნას, ხდის უფრო დამყოლს.
• Moroccanoil-ის სუსტი და ბაცი თმის გამაჯანსაღებელი (8.5 თხ. უნც / 250 მლ) - ვარცხნილობის ორიგინალური ფუძეა. გამოიყენება როგორც კონდიცირებისთვის, ისე სტაილინგისა და საბოლოო დამუშავებისთვის. მდიდარია არგანის ზეთით და აღმდგენი პროტეინებით. მისი საგანგებოდ შემუშავებული ფორმულა საუკეთესოდ მიესადაგება სუსტი და გაუფერულებული თმის საჭიროებებს.


როგორ გამოვიყენოთ
•  მოცულობის მიმნიჭებელი შამპუნი: შეიზილეთ სველ თმასა და თავის კანში. გულდასმით ჩამოიბანეთ.
•  მოცულობის მიმნიჭებელი კონდიციონერი: შამპუნის ჩამობანის შემდეგ თმა ჩამოიწურეთ და წაისვით შუიდან ბოლოებამდე. 1-2 წუთი დაიტოვეთ და გულდასმით ჩამოიბანეთ. საუკეთესო შედეგისთვის რეგულარულად გამოიყენეთ.
• Moroccanoil-ის სუსტი და ბაცი თმის გამაჯანსაღებელი: წაისვით ცოტაოდენი სუფთა, პირსახოცით შემშრალ თმაზე, შუიდან ბოლოებამდე. გაიშრეთ ფენით ან აცადეთ გაშრობა.

 

ვიდეოები