ხვეული თმის მასტიმულირებელი შამპუნი

ყოველგვარი ტიპის ხვეული თმისთვის

ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნი მკვებავი არგანის ზეთით სათუთად ასუფთავებს თმას, აღადგენს მის ელასტიკურობას, ბზინვარებას და დამყოლობას. თმა შესამჩნევად რბილდება, კულულები სიმკვეთრეს იძენს და აღარ იბურდება. ჰიდროლიზებული მცენარეული პროტეინისა და აბისინიური ზეთის ნარევი ამაგრებს და იცავს თმის ღერებს. მისი წყალობით თმა იბრუნებს ჯანსაღ იერს, კულულები უფრო მკვრივი, მსუბუქი და ჰაეროვანი ხდება. გამოკვებეთ თმა არგანის ზეთის შემცველი Moroccanoil-ის შამპუნით და დაუბრუნეთ კულულებს სილამაზე, სიჯანსაღე და ბუნებრიობა.

თანაბრად წაისვით სველ თმაზე ძირებიდან ბოლოებამდე. გულდასმით ჩამოიბანეთ. დაბანა დაასრულეთ Moroccanoil-ის ხვეული თმის მასტიმულირებელი კონდიციონერით.

ვიდეოები